
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ნებისმიერი სახის მჭირდო კავშირი ნატოსთან არის მისაღები და უნდა იყოს განხილული, რათა მოხდეს ქვეყნის დაცვა გარე საფრთხეებისაგან.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს იდეა უნდა იყოს ატაცებული, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
კაპანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მზაობას და აღნიშნა, რომ ვერანაირ რესურს ამ ხელისუფლებაში, რომ ისინი გაუმკლავდნენ საგარეო თუ საშინაო გამოწვევებს, ის ვერ ხედავს.
„საქართველოსთვის ნებისმიერი ახლო კონტაქტი და ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ნატოსთან, განსაკუთრებით ისეთი ინტეგრაცია, რომელიც მოახდენს ჩვენს დაცვას გარე საფრთხეებისაგან და ამ შემთხვევაში რუსეთისაგან, ბუნებრივია უნდა იყოს მისაღები.
დანარჩენი არის უკვე დეტალები, რომლებიც მოლაპარაკების საკითხია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სრული წევრობა, ბუნებრივია, თუმცა ნებისმიერი სხვა კონფიგურაცია შეიძლება იყოს განხილული.
ყველა ასეთი იდეა უნდა იყოს ატაცებული, უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმადვეს დისკუსია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ რესურს ამ ხელისუფლებაში, რომ ისინი რამე გამოწვევას, საგარეო თუ შიდა პოლიტიკურს მოაგვარებენ, პირიქით, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ყველა სფეროში გამოიწვია ჩიხი და ყველა სფეროში გამოიწვია სტაგნაცია, მათ შორის საგარეო ურთიერთობების სფეროშიც.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
