
კანდელაკის თქმით, ამ პრობლემის ერთადერთი წამალი არის ის, რომ აშშ-ს, ევროკავშირს და რუსეთს შორის ორმხრივ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მოხვდეს.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ სანამ ქართული ოცნებაა ქვეყნის სათავეში, ეს პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან, ქართული ოცნების მთავარი, გენერალური ხაზი არის რუსეთისთვის მაქსიმალური კონფორტის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე.
„გარდა შეერთებული შტატებს, ევროკაშირს და რუსეთს შორის ორმხრივ დღის წესრიგში ჩვენი დეოკუპაციის საკითხის მოხვედრებისა, ამ პრობლემას წამალი არ აქვს. ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპული საქართველო პარლამენტის რეზოლუციით ცდილობდა, რომ ამერიკის და ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილიყო ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ან დევნილთათვის წართმეული სახლების ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ გაქირავების საკითხი, ქართული ოცნება ამბობდა ამ ყველაფერზე, რომ ეს არის ღალატი და ნაგვის ურნაში ისროდა ამ რეზოლუციებს და ინიციატივებს.
სანამ ქართული ოცნება იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე, მაღალ დონეზე, რუსეთს პრობლემა არ შეექმნება. ქართული ოცნების პოლიტიკური ხაზი, გენერალური ხაზი, სწორედ ეს არის, რომ რუსეთს ჰქონდეს მაქსიმალური კონფორტი საერთაშორისო ასპარეზზე.“ - განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები
