"უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა... ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და "ბრიტვა“ - რას ყვება ექთანი, რონმელსაც კოვიდსასტუმროში პაციენტი თავს დაესხა
შემთხვევა - 14:59, 25 Nov, 2020     628

ახალი დეტალოები ბათუმში, კოვიდსასტუმროში მომხდარი კრიმინალური ფაქტის ირგვლივ - როგოც ირკვევა, 51 წლის კახა ბურჭულაძე ექთანს ასმათ ვარშალომიძეს თავს დაესხა და მისი დახრჩობა უნდოდა.

შემთხვევა წუხელ, 23:00 საათზე, სასტუმრო "ეიფორიაში" მოხდა.

ირკვევა ისიც, რომ მამაკაცი მეტადონის პროგრამაზე იყო და მას წამალი ყოველდღიურად მიეწოდებოდა.

მედიკოსი მედიასთან არ კონტაქტიობს, ერთადერთი კომენტარი მან "ბათუმელებთან" გააკეთა:

„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა.

არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – აცხადებს გამოცემასთან ასმათ ვარშალომიძემ.

ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა: „მახრჩობდა და ჟანგბადი არ მყოფნიდა, ალბათ ამიტომ. ხელები რომ გადამიგრიხა, მაჯა ახლაც მტკივა, მგონი ამოვარდნილი მაქვს“.

ექთანი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ პაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42