
"უაღრესად ვაფასებ ჩვენი პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის რეალობა უკეთესია, როდესაც პოლიტიკური ძალები დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხს, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ქვეყნის სხვადასხვა შიდა პრობლემებთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ კიდევ ვსაჭიროებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და თანამონაწილეობას. მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები. მიმდინარეობს ახლა ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებანდე.
ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები,“-განაცხადა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
