როგორია ლოკდაუნის გეგმა, რატომ შაბათ-კვირას და სავარაუდოდ, როდის ელოდება მთავრობა ვაქცინას? - ნიუპოსტმა ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შეზღუდვები სავარაუდოდ თებერვლამდე გაგერძელდება, მანამ სანამ საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოვა.
მთავრობიდან ჩვენი წყარო გვეუბნება რომ საქართველოს მასშტაბით 2 თვიანი ლოკდაუნი გამოცხადდება, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ამავე დღიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, დაიხურება ყველა მაღაზია და რესტორანი, გარდა სასურსათო მაღაზიისა. სავარაუდოდ, შეზღუდვა შეეხება ფიტნეს დარბაზებსაც.
ლოკდაუნი შეჩერდება საახალწლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვარამდე, ბედობის დღეს და ის გაგრძელდება 3 იანვრიდან 15-ის ჩათვლით.
15 იანვრიდან ლოკდაუნი შეეხება ყველა შაბათ კვირას, პირველი თრებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, მაგრამ ლოდაუნი გაგერძელდება შაბათ კვირას მანამ, სანამ ვაქცინა არ შემოვა.
მასალის გამოყენების პირობები