საქართველომ დააფიქსიროს ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ - საერთაშორისო ორგანიზაციები გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ
პოლიტიკა - 21:18, 27 Nov, 2020     293

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს , გიორგი გახარიას მოუწოდებენ და ღია წერილით მიმართავენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე, რომელიც კოვიდ 19-ის თემაზე 3-4 დეკემბერს იმართება, საქართველომ დააფიქსიროს ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ დაფინანსების გაზრდის, მიზნობრივი პროგრამების გაძლიერების და პანდემიაზე რეაგირების გეგმაში ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობის შესახებ.

წერილში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ძირითადი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხს.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებისათვის და მათ კეთილდღეობასა და მომავალს გრძელვადიან საფრთხეს უქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები პანდემიის პირველადი მსხვერპლები არ არიან, მათ განსაკუთრებით შეეხოთ კოვიდ 19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. ქვეყნის მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

კოვიდ 19-ის შედეგების სწრაფი შეფასების კვლევით, რომელიც 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველომ ჩაატარა, მაღალი ეკონომიკური მოწყვლადობის ოჯახების ბავშვების 59.4 პროცენტი საერთოდ არ იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროგრამაში. ორგანიზაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მონაცემების თანახმად, ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების 27 პროცენტს საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტთან ან სათანადო ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა .

ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელი გაღრმავდა და მაგალითისათვის, ორგანიზაცია World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოჯახების შემოსავალი კახეთის რეგიონში შემცირდა 21.1 პროცენტით, იმერეთის რეგიონში 17.1 პროცენტით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 16 პროცენტით. სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად საქართველოში უკიდურესად დამძიმდა ქუჩასთან დაკავშირებული და მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა, რადგან დაიხურა დღის ცენტრები მიუსაფარი ბავშვებისათვის და ამ ცენტრების ბენეფიციარები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდნენ, რომ არ განხორციელებულიყო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ ოჯახებში საკვების დისტრიბუცია”,- ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს World Vision საქართველოს, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის და Save the Children International საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები აწერენ.

აღსანიშნავია, რომ წერილში ყურადღება გამახვილებულია ყურადღება კორონავირუსის უარყოფით მხარეებსა და რისკებზე, როგორიცაა : ხელმისაწვდომობა ძირითად მომსახურებებზე (საგანმანათლებლო, განმავითარებელი, სარეაბილიტაციო), თანატოლთა შორის სოციალური ურთიერთობების რღვევა, ფსიქოსოციალური სირთულეების ზრდა ბავშვებსა და მათ მზრუნველებში, ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხის და შფოთვის შეგრძნების ზრდა, ოჯახების შემოსავლის შემცირება, მშობლების მომატებული სტრესისა და შფოთვის პირობებში, ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის ზრდის რისკები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ გაზრდილი სტიგმა და სოციალური იზოლაციის გაღრმავების რისკები, 5 წელზე ასაკის ქვემოთ ბავშვების ნუტრიციული დეფიციტი და განვითარების შეფერხების რისკები.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს…” – მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი გარდაიცვალა
რამოდენიმე კვირაში ყველაფერი მოიხსნება - თენგიზ ცერცვაძე
დღეს კონკრეტული ვადა მიეცემა ხელისუფლებას - გახანგრძლივებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება
ვეცდებით, ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით - გორში პოლიციამ სამი ახალგაზრდა ყავის დალევის დროს პირბადეების გამოუყენებლობისთვის დააჯარიმა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ პოლიციის მაღლჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
შსს-მ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მატლიანი ჩაის შემდეგ, აღსაზრდელებითვის საბავშვო ბაღში დარიგებული პროდუქტი კიდევ უფრო უხარისხო გამოდგა
ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის თავზე ნაგვის დაყრის საკითხის სისწორე განსჯის საგანი გახდა - სალომე სამადაშვილი
ყველას გვიჭირს, უკიდურეს წერტილამდე ვართ მისულები - ლილოში მოვაჭრეები აქციას მართავენ
არა პოლიტიკურ ლოკდაუნს - შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება
ალბათ კალაძემ ივანიშვილის წასვლა უნდა აღნიშნოს - დედაქალაქის მერია პიროტექნიკის შესაძენად 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს
ყველანი ტრაილერის მძღოლები ვართ, არსად გვიშვებენ, აყვანლი ვყავართ - ირანში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
ბოლო დღე-ღამის მანძილზე საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 456-მა პაციენტმა დაამარცხა
თბილისი - 285, აჭარა - 30, იმერეთი - 80 - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42