შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ - საია "ოცნებას" კონსტიტუციურობის დაჩქარებულ ვადაში შესწავლისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 21:31, 27 Nov, 2020     340

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებს ეხმიანება და "ოცნებას" კონსტიტუციურობის დაჩქარებულ ვადაში შესწავლისკენ მოუწოდებს.

საიაში აცხადებენ , რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გარდა იმისა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ - გადაადგილების თავისუფლებას.

მათი განმარტებით, შეზღუდვების დაწესება მთავრობის მიერ მისი უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლების წინაპირობაა.

"საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ის საქმეები, რომელიც სასამართლოშია შესული და სწორედ შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდის კონსტიტუციურობას ეხება”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
აქცია მზიურში - შეზღუდვების მოხსნისა და სკოლების გახსნის მოთხოვნით ამჯერად მშობლები შეიკრიბნენ
41 ქიმია დაძლია და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაიტარა - პატარა ანასტასიას გადარჩენა ახლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია
ერთის მხრივ ვგმობ ამ ფაქტს, მეორე მხრივ - ვეწინააღმდეგები შერჩევით სამართალს - ხოშტარია ბათუმში მომხდარ ინციდენტზე
თუ 48 საათში შეზღუდვები არ მოიხსნება, აქციის მონაწილეები სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოახდენენ
ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება - ხოშტარია
ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება - დეკანოიძე შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა
ქვეყანაში ადამიანებს დანაზოგები არ აქვს, პირიქით - ყველა ვალებშია - ჯაფარიძე შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა
“უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს…” – მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი გარდაიცვალა
რამოდენიმე კვირაში ყველაფერი მოიხსნება - თენგიზ ცერცვაძე
დღეს კონკრეტული ვადა მიეცემა ხელისუფლებას - გახანგრძლივებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება
ვეცდებით, ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით - გორში პოლიციამ სამი ახალგაზრდა ყავის დალევის დროს პირბადეების გამოუყენებლობისთვის დააჯარიმა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ პოლიციის მაღლჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
შსს-მ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მატლიანი ჩაის შემდეგ, აღსაზრდელებითვის საბავშვო ბაღში დარიგებული პროდუქტი კიდევ უფრო უხარისხო გამოდგა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42