პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - ყველა დეპუტატი, ვინც გასულია პარლამენტში, ხელს მოაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე
პოლიტიკა - 18:25, 28 Nov, 2020     1487
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - ყველა დეპუტატი, ვინც გასულია პარლამენტში, ხელს მოაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე.

უკვე მიღწეული შეთანხმებით - პოლიტიკური პარტიები რომლებმაც გადალახეს ბარიერი, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ხოლო ისინი, ვინც უკვე გახდნენ დეპუტატები მანდატზე უარს საჯაროდ იტყვიან.


გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წევრებმა მიიღეს.

ხელისუფლების ოპონენტებმა დღესვე "ლოქდაუნის" პირობებში სამოქმედო ნაბიჯები შეათანხმეს და პარლამენტის პირველი სხდომის დღის აქტივობა დაგეგმეს.

„იმ დღეს, როდესაც შეიკრიბება მეათე მოწვევის კომუნისტური პარტია უფლებამოსილების ცნობისთვის, ჩვენ არ გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ფართომასშტაბიანი აქციები დღის წესრიგიდან იხსნება, აუცილებლად იქნება, როდესაც ჩავთვლით საჭიროდ. ამ დღეს ოპოზიცია შეიკრიბება, ოღონდ არა მხოლოდ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში არის ახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ვაყენებთ 31 ოქტომბრის შემდეგ.

ასევე, პარტიის ხელმძღვანელები თავიანთი ხელმოწერებით მოხსნიან პარტიულ სიებს, ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს ამ მონაცემებით გასულია პარლამენტში, ყველა ეს დეპუტატი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს განცხადებას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, ეს იქნება ჩვენი აქცია, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიცია ერთპიროვნული პარლამენტის შეკრების დღეს მეტეხთან შეკრებას და მემორანდუმის გაფორმებას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები ერთმანეთთან თანამშრომლობას ოფიციალურად დაადასტურებენ.

მთავარი მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს გდაყენება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42