არ ვარ წუწუნა...მანქანას ვყიდი რომ ბინის კრედიტი გადავფარო და ქუჩაში არ დავრჩე - გიორგი სუხიტაშვილი
საზოგადოება - 11:19, 30 Nov, 2020     1612

კოვიდპანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა და შემოსავლის გარეშე დატოვა შოუბიზნესის წარმომადგენლები. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს. მისი თქმით, ამჟამად მისი შემოსავალი ბანკის ხარჯზე ნაკლებია. ბინა რომ არ დაკარგოს, უკვე მეორე თვეა, ავტომობილის გაყიდვას ცდილობს.

„არ ვარ წუწუნა ადამიანი. მაქსიმალურად ვცდილობ, ქვეტექსტების გარეშე ვაკეთო ყველაფერი. არ მინდა ზედმეტი რაღაცების თქმა. თან, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკურ ფილტრში ატარებენ. გულწრფელად ვამბობ, ჩემ გარშემო ფართო სანაცნობოში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია, არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც, ყველას პრობლემა გაუჩნდა. შემცირდა მუშაობა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ყველას გაუჭირდა. დღეს შეიქმნა ასეთი რეალობა, არავის საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რომ თუ არ ვარ დაკავშირებული კოვიდინფექციასთან ბრძოლასთან, მიჭირს თავის გატანა.

ჩემი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს. მაქვს სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და არავინ იცის, როგორ დასრულდება. ახლა ჩემი შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც დღეს ბანკში ვიხდი. ჩემი ხელფასი ბიგ-ბენდიდან ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკის გასავალი. გარდა ამისა, ცხოვრებაში ხომ გვაქვს ადამიანებს, ბანკის გარდა, სხვა ხარჯებიც? მყავს ავტომობილი, რომელიც მეორე თვეა, დევს გაასაყიდად. ვიფიქრე და მოვიფიქრე ეს გამოსავალი, რომ სესხი გადამეფარა, მაგრამ არ იყიდება მანქანა. ეს გადაწყვეტილება მშვიდად და პრაქტიკულად მივიღე. სავალალო მდგომარეობაში მე ჯერ არ ვარ, მყავს ავტომობილი, იქნებ, გაიყიდოს და შევძლო სესხის გადაფარვა“, – ამბობს მომღერალი „ფორტუნასთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42