ცალ ფეხზე ჰკიდიათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, გვიწევს ღმერთისა და ნაცნობების იმედად ყოფნა, ვისაც ნაცნობები არ ჰყავს, უნდა მოკვდეს სახლში - კოვიდინფიცირებული ორსული ექთანი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ
COVID-19 - 17:30, 30 Nov, 2020     1362
კოვიდინფიცირებული ორსული ექთანი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ - 28 წლის ეკატერინე მჟავანაძე, რომელსაც ორსულობის მეთვრამეტე კვირაზე ვირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში მხოლოდ ახლობლების ჩარევის შემდეგ მოხვდა.

პაციენტის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები უყურადღებოდ არიან მიტოვებულები, კლინიკებში არც საწოლებია საკმარისი და არც სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, რის გამოც პაციენტები იღუპებიან.
მჟავანაძის განცხადებით, ის ექთანია და სწორედ ამიტომ იუწვდებოდა ხელი იმ ბაზაზე, სადაც კოვიდდადებითი პაციენტები არიან აღრიცხულები. რომ არა მისი პროფესიული საქმიანობა, ეკატერინე ვერც გაიგებდა, რომ ანალიზებით კორონავირუსი დაუდასტურდა:

"საშინელი შეგრძნებაა, მსგავსი რამ არც მქონდა გამოცდილი... ჰაერი აღარ მომეწოდება საერთოდ, თითქოს რაღაც უხილავი ძალა ყელში გიჭერს და იხრჩობი. 26 ნოემბერს, გამთენიისას ისევ დავრეკე 112-ში, სუნთქვა უკვე ძალიან მიჭირდა, დამეთანხმნენ, რომ გადაყვანა მესაჭიროებოდა, მით უფრო, რომ ორსულად ვიყავი და სუნთქვის გაძნელება მქონდა, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა. მეუბნებოდნენ, რომ არსად არ არის ადგილი და როგორც კი რაღაც გამოჩნდებოდა, დამიკავშირდებოდნენ. ამასობაში მდგომარეობა მძიმდებოდა. სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ მაგათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, გვიწევს ღმერთისა და ნაცნობების იმედად ყოფნა, ვისაც ნაცნობები არ ჰყავს, უნდა მოკვდეს სახლში.

მინდა ეკატერინე ტიკარაძეს ხმა მივაწვდინო და ვუთხრა, ის ცინიზმი მაინც მოიშოროს, რასაც ამდენი ხანია ეწევა. მარტო ტიკარაძე არ არის ამაში დამნაშავე, დამნაშავეა ისიც, ვინც ტიკარაძე ამ პოსტზე მოიყვანა, თავად კი შუშის სასახლეშია გამოკეტილი. ჩამოცილდეს ქვეყანას და გზა დაუთმოს იმ ადამიანებს, ვინც მართლა იციან საქმის კეთება და ხალხს სასიკვდილოდ არ გაწირავს" - განაცხადა ეკატერინე მჟავანაძემ.







მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42