ავტობანზე მომხდარი საზარელი ავარია - "იქნებ ცოცვხალ მომიკლეს, იქნებ გული უმუშავებდა"- პოლიციის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის პირველი კომენტარი
სამართალი - 17:43, 30 Nov, 2020     9320
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 40 წლის შალვა ჯულაყიძის ოჯახი ობიექტიურ გამოძიებას ითხოვს.
მამაკაცის ცოლი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სამი დღის წინ, პოლიციის მაღალჩინოსანი, სამსახურეობრივი ავტომობილით, ფზაზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგადაც მისი ქმარი დაშავდა.
ქალი აღნიშნავს, რომ მამაკაცი ექსპერტიზის ბიუროში ისე გაკვეთეს, რომ ოჯახისთვის არაფერი უცნობებიათ. სწორედ ეს გარემოება უჩენს ოჯახს ეჭვს, რომ სამართალდამცავთა ორგანო ახლა საქმის "შეკერვას" ცდილობს.
ავარიაში ფიგურირებს ამბროლაურის პოლიციის უფროსის მოადგილე. ჯულაყიძეები ამბობენ, რომ პოლიციელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. "შემოვიარე წყალტუბოს საავადმყოფოები. ვერასად ვერ მივაგენი. ისე გაუჭრიათ კაცი, რომ არაფერი ვიცოდით. იქნებ ცოცვხალ მომიკლეს, იქნებ გული უმუშავებდა?!"- ამბობს გარდაცვლილის ცოლი.
ავტოსაგზაო შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. საქართველოს მთავარი პროლურატურა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.
შოთაძის უწყების მტკიცებით, გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები"- წერია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42