
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ასე აფასებს ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტიებას.
იგი ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა მიღებული და პროცესი მთლიანად ფარსი იყო.
"როცა პროკურორები ლაპარაკობდნენ დიდი ინტერესით უსმენდა და როცა ადვოკატები ლაპარაკობდნენ, რაღაცაში იქექებოდა და არც კი უსმენდა წესიერად, იმიტომ, რომ იმას უკვე წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რაც მერე გააჟღერა. ახლა აპელაციას შევიტანთ, მაგრამ, რა ისევ მაგათთან უდნა შეიტანო. სასამართლო არ გვაქვს... უსამართლობის ზეიმია ჩვენს სახელმწიფოში, დავალება აქვთ ზევიდან, შუშის სასახლეში ზევსი რომ ბინადრობს იმისგან. არ იცით ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას? - უფრო სწორად, ისიც არ მართავს, იმას მართავს მოსკოვიდან, კარგად ვიცით ვისი კაციცაა "- ამბობს თამარ სულაძე
მასალის გამოყენების პირობები
