ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
COVID-19 - 19:52, 30 Nov, 2020     653

ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის ხელმძღანელობის, ჯანდაცვის სისტემისა და Covid-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმული ექიმების უსაფუძვლო კრიტიკა, იგივეა ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლო.

"ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლოს. ცნობილმა ექიმმა ბატონმა, გიორგი კანდელაკმა ამ დღეებში ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით ქართული რეალობიდან, სადაც ბოროტი წითელარმიელი ბრიყვული გამომეტყველებით დაჟინებით სვამს კითხვას "შენ გაისინჯე დღეს შენი დედიმერი?" პოსტს თან ახლავს ბ-ნი გიორგის რამოდენიმე ანგაჟირებული თანამოაზრის ირონიულ/ცინიკური კომენტარი და ღლიცინი D-დიმერის გამოკვლევის საჭიროების თემაზე. მინდა გარკვევით ვუთხრა ბ-ნ გიორგის, მის თანამოაზრეებს (კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან) და მთელ მოსახლეობას, რომ D-დიმერი, ზოგიერთ სხვა მარკერთან (კოაგულოგრამა, თრომბოციტების რაოდენობა და სხვ.) ერთად წარმოადგენს კოვიდ პაციენტებში თრომბოზის და თრომბოემბოლიური გართულების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კლინიკური მართვის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს",-ამბობს იგი.

მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით) და ყველა კლინიკაში სისხლში D-დიმერის განსაზღვრა უტარდება უკლებლივ ყველა ჰოსპიტალიზებულ კოვიდ პაციენტს, აგრეთვე, ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ იმ პაციენტებს, ვისაც თრომბოზის და თრომბოემბოლიზმის მომატებული რისკი აღენიშნება. ცერცვაძის აზრით, კანდელაკის ცილისწამება არაკომპეტენტურობისა და არაკორექტულობის ფარგლებს სცდება და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"რამეთუ იწვევს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას ექიმების და ოფიციალური სტრუქტურების მიმართ და ბევრ მათგანს (ვინც უარს იტყვის აღნიშნულ გამოკვლევაზე) პოტენციურად სასიკვდილოდ წირავს. ბატონმა გიორგიმ ან მართლა არ იცის კოვიდ პაციენტებში ამ გამოკვლევის მნიშვნელობა, ან შესანიშნავად იცის, მაგრამ მოქმედებს პრინციპით "რაც უარესი, მით უკეთესი", - აცხადებს ცერცვაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42