ივანიშვილის ოპონენტები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, უარს ითყვიან ასევე საპარლამენტო მანდატებზე და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს და ამის ოფიციალურად გაფორმებას სიების განულებით გეგმავს.
ცნობილია ისიც, რომ ბარიერგადალახული პარტიების თავმჯდომარეები მიმართავენ ცესკო-ს იმისათვის, რომ მათი პროპორციული სია მთლიანად გაუქმდეს, რათა სიაში მყოფმა რომელიმე პირმა, ადგილმონაცვლემ, ვერ შეძლოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.
თავდაპირველად ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეპიდვითარებამ ეს გეგმები შეცვალა.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება "ოცნებას" გაზაფხულზე მაინც მოუწევს.
რაც შეეხება მესამე რაუნდს მისი გამართვის თარიღი ამ დრომდე არ არის ცნობილი.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რადგან მათი თქმით, ივანიშვილის გუნდმა ხალხის ნება მოიპარა.
მასალის გამოყენების პირობები