საქართველო 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თანამასპინძელია - ფინალი ბათუმში გაიმართება
სპორტი - 23:33, 03 Dec, 2020     825
2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თანამასპინძელი იქნება. UEFA-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს რუმინეთი უმასპინძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის ასოციაციამ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე, ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი) გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42