კორონავირუსის ინფიცირების მასშტაბური ზრდის ტენდენცია ყოველდღიურად თვალშისაცემია. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ევროპაში ამ მხრივ იტალიაშია, სადაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა პანდემიის დაწყებიდნ დღემდე. ბოლო დღე-ღამეში 993 ადამიანი ესმხვერპლა ვირუსს.
დიდია აგრეთვე ინფიცირებულთა რაოდენობაც, რამაც 23 255 ადამიანი შეადგინა. კოვიდ 19-მა იტალიაში საერთო ჯამში 58 038 ადამიანი იმხვერპლა. ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 1 664 000შეადგენს. საავადმყოფოში სულ 31 000-ზე მეტი პაციენტია გადაყვანილი, რომელთაგან კრიტიკულ მდგომარეობაში 4000-მდე ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ დიდია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 846 809-ს შეადგენს, ამჟამად 759 982 ადამიანი კოვიდ დადებითის სტატუსითაა დაფიქსირებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემებითაა ცნობილი საზოგადოებისთვის
მასალის გამოყენების პირობები