მისი განმარტებით, თუ "ქართული ოცნება" არ წავა კომპრომისზე, გაყალბებული არჩევნების მიმართ ბოიკოტი ძალაში დარჩება:
"ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება და ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი. როგორ შეიძლება, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოლიგარქმა არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც არ არის პარლამენტი და სინამდვილეში არის ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილების აღსასრულებელი კანტორა.
ჩვენ ვიდრე ამ წუთის მდგომარეობით ვსაუბრობთ, არ მიგვიღია არნაირი წინადადება ქართული ოცნების „ქართული ოცნების“ მხრიდან ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა კი არა, უბრალოდ გვაფიქრებინებდა გადაწყვეტილების ცვლილების შესახებ მსჯელობის დაწყებაზე, უბრალოდ არ არსებობს ასეთი შემოთავაზება ქართუი ოცნების მხრიდან, ამიტომ ძალაში რჩება პოზიცია ბოიკოტისგაყალბებული არჩევნების მიმართ, შესაბამისად, არაფერი არ იცვლება. სტატუსკო აუცილებლად შეიცვლება ორი გზით - ან ქართული ოცნება წამოვა კომპრომისზე, ან ქართული ოცნება ყველა გათვლებით (და აუცილებლად ეს მოხდება) დაკარგავს ძალაუფლებას, რატომ იცით? ის აღმოჩნდა ერთ მხარეს, სადაც არ დგას არავინ, არც რომელიმე ოპოზიციური პარტია და არც საზოგადოების რომელიმე ჯგუფი, ამიტომ, ასეთ პირობებში ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ხვალ თუ ზეგ ის იქნება იძულებული, ქვეყანაშ ჩაატაროს ხელახალი არჩევნები.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრი შევა პარლამენტში, ეს არის „ქართულ ოცნების“ ოცნება. არ არსებობს არანაირი ფრთა, არსებობს გულმხურვალე პატრიოტი ამომრჩეველი, რომელიც დგას ამ პარტიის უკან" - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოლაპარაკების მესამე რაუნდის ფარგლებში ოპოზიციური ერთობა ფასილიტატორ ელჩებს ხვდება
მასალის გამოყენების პირობები