"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული პოზიცია დეტალურად გაწერილი დოკუმენტური ფორმით და მათი მხრიდან თხოვნა იყო ის, რომ ფასილიტატორებს ეს პოზიცია ოფიციალურად მიეწოდებინათ ქართული ოცნებისთვის.
"დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი დოკუმენტური ფორმით, ანუ ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ როგორც ფასილიტატორებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს ქართული ოცნებისგან", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები