"პირველი სხივის“ აღდგენილი გამოცემა
განათლება - 11:13, 29 Dec, 2020     410

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივი“ განახლებული პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

„პირველი სხივი“ უნივერსიტეტის ტრადიციული ჟურნალია, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას და მათი ნაწერების მკითხველისთვის წარდგენას ემსახურებოდა. პირველი ნომერი უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის თაოსნობით 1950 წელს გამოიცა. „პირველი სხივის“ ნომრებში შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჩხენკელის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და ქართული მწერლობისა თუ მეცნიერების სხვა წარმომადგენელთა ლიტერატურული დებიუტი.

თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილ ალმანახში სხვადახვა თაობის 50-მდე ავტორია წარმოდგენილი. ალმანახის აღდგენის ინიციატორი თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძეა. რედაქტორად ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე დაინიშნა. როგორც მან აღნიშნა, ახალ ნომერში ერთად მოიყარეს თავი როგორც ახალგზრდა შემოქმედებმა, ასევე უკვე ცნობილმა პირველსხიველებმა, რომლებიც პირველად სწორედ ამ ჟურნალში გაიცნო მკითხველმა. „პირველი ნომერი, ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, ობიექტურადაც, იმიტომ, რომ ძალიან მრავალფეროვანია. აქ არის არა მხოლოდ ერთი თაობა, ადრე იყო ეს მხოლოდ ახალგაზრდების ჟურნალი, ახლა რადგანაც პირველი სხივი უკვე თვითონ მოიცავს მწერლების თაობებს, პირველსხიველია 80 წლის მწერალიც, რომელიც აქ დაიბეჭდა და ცხადია, თუ მოგვაწვდის მასალას, ჩვენ სიხარულით გავუღებთ კარს და პირველსხიველი იქნება ის ახალგაზრდაც, რომელიც დღეს გამოვა ასპარეზზე. მაგალითად, ამ ნომერშიც რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის.“-განაცხადა გიორი ლობჟანიძემ.

ჟურნალში გარდა ორიგინალური პროზისა და პოეზიისა, დაბეჭდილია თარგმანები სხვადასხვა ენიდან; ცალკე რუბრიკა ეძღვნება დრამატურგიას, ლიტერატურათმცოდნეობასა და კრიტიკას. გარდა ამისა, რუბრიკაში „მასტერკლასი“ ახალგაზდა მწერლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც უცხოელი, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების შეხედულებებს წერის ხელოვნებაზე, ეზიარონ მათ გამოცდილებას ამ საქმეში. ცალკე რუბრიკა იქნება „ჩვენი ერთი პუბლიკაციის“ გამო, რომელიც დროდადრო ჟურნალში ადრე დაბეჭდილ, გამორჩეულ მასალებსა და მათ თავგადასავალს შესთავაზებს მკითხველს.

ძალიან კარგი კრებული გამოვიდა; აღდგენილი პირველი ნომრის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც დამწყებმა, ასევე სახელოვანმა მწერლებმა, პოეტებმა, კრიტიკოსებმა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია თსუ -ის სივრცეში აღდგა და დარწმუნებული ვარ, ფართო აუდიტორიის მიერ იქნება დაფასებული. ბევრი სიახლე არის შემოთავაზებული და, რაც ყველაზე მთავარია, ის ადგილი გაჩნდა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მოსინჯონ ძალები და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები,-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება. ამასთან, თაობათა შორის კავშირის არსებობის ნიშნად, აღდგენილ ალმანახში უკვე ცნობილი პირველსხიველები დაბეჭდავენ ახალ ნაწარმოებებს.
„პირველი სხივი“ ამიერიდან წელიწადში ორჯერ დაიბეჭდება.

პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საქმიანობისთვის „პირველ სხივს“ განსაკუთრებული როლი აქვს. „დღეს ჩემთვის არის დღე - დაბრუნება წარსულთან. „პირველი სხივი“ არის ის ჟურნალი, საიდანაც დაიწყო ჩემი ლექსების ბეჭდვაც და გზაც ჩემი ქართულ პოეზიაში, თუმცა ეს ხმამაღალი განაცხადია, ქართული პოეზია, მაგრამ მაინც შემადგენელი ნაწილი ხომ ხარ ამ უზარმაზარი პოეზიისა.“- განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. უნივერსიტეტში ლიტერატურულ წრეს დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა. წრეს ბევრი ახალი წევრი შეემატა, ბევრი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა; შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნოდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42