თიბისი დაზღვევა 2020 წლის შედეგებს აჯამებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:12, 29 Dec, 2020     476

თიბისი დაზღვევა 2020 წლის გამოწვევებს სადაზღვევო სექტორში პოზიციების გამყარებითა და წლის შემაჯამებელი წარმატებული შედეგებით პასუხობს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეეხო როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესებს, სწორი სტრატეგიის შერჩევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე, კომპანიამ კრიზისულ პერიოდშიც შეძლო თავისი მისიის ერთგულება და ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა, რაზეც მომხმარებელთა კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი და დაზღვეულთა მუდმივად მზარდი რაოდენობა მეტყველებს - კომპანიას 35 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული ჰყავს.

შედეგად, საქართველოს საცალო სადაზღვევო სექტორში თიბისი დაზღვევის ბაზრის წილი 36%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წელსაც არ თმობს პირველობას და ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების მიმართულებით როგორც დაზღვეულთა რაოდენობით, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, ლიდერია: 2020 წელს ავტოდაზღვევის მომხმარებელბეს კომპანიამ 9 მილიონი ლარი აუნაზღაურა, თანაც 73% დისტანციურად.

წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის საქმიანობა კორპორატიულ სეგმენტშიც და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც თიბისი დაზღვევა სულ რაღაც ორი წელია რაც შეუერთდა, უკვე 200-მდე კომპანია და 15 000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს.

„ასეთი ზრდის, რიცხვებისა და დინამიკის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციური პროდუქტები, ციფრული ეფექტური სისტემები, რაც პანდემიის პირობებში საკმარისად პოზიტიურად წაადგა თიბისი დაზღვევის საერთო მაჩვენებლებს. ეს არ იყო დაგეგმილი როგორც პანდემიის საწინააღმდეგო პრევენცია, მაგრამ საერთო გაციფრულების სტრატეგიამ ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა. დღეს ჩვენი სადაზღვევო პოლისების 70% იყიდება დისტანციურად და ზარალის ანაზღაურების შემთხვევების 80%-მდე ასეთივე სისტემით მიმდინარეობს, ანუ ფიზიკურად კომპანიის თანამშრომლის და მომხმარებლის ჩარევის გარეშე." - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42