საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "იფქლი“ ახალ საწარმოს აშენებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:17, 30 Dec, 2020     1707

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ ფართოვდება. კომპანიის ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა. ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციით კომპანია ახლა უკვე ქუთაისში ახალ საწარმოს აშენებს, რომლის გახსნაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ევროპული ტიპის საწარმო 140 ადამიანს დაასაქმებს. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში.

აღსანიშნავია, რომ ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით „იფქლს“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. უკვე მრავალი წელია კომპანია მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც „იფქლმა“ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კომპანია კიდევ უფრო გააფართოვებს წარმოებას და ამავდროულად 140-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმოეებს და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ.“- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42