როგორ გადავიხადოთ 1000-ზე მეტი სერვისი საკომისიოს გარეშე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:35, 31 Dec, 2020     2310

დეკემბერი საჩუქრების თვეა. თიბისი ფეის მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს და ონლაინ გადახდებისთვის განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს - დაფარეთ გადასახადები ინტერნეტით ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ და გადაიხადეთ 1000-ზე მეტი სერვისი საკომისიოს გარეშე. შემოთავაზება ვრცელდება ციფრული პლატფორმებით - ვებგვერდით და მობილური აპლიკაციით შესრულებული გადახდებისთვის. ეს პირობა კი მთელი დეკემბრის განმავლობაშია ძალაში. თიბისი ფეის ონალინ გადახდებს ამის გარდა კიდევ სხვა ბევრი უპირატესობა აქვს.

რატომ ავირჩიოთ TBC Pay

თიბისი ფეი მომენტალური გადახდების ყველაზე ფართო ქსელია. კომპანიამ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან ერთად, კომფორტული, სწრაფი და ინოვაციური ციფრული პლატფორმა შექმნა, სადაც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად, მშვიდ გარემოში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ტრანზაქციების შესრულება. გადახდები დაუყოვნებლივ აისახება და მომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ენერგიას. ახლა კი, დეკემბრის თვის განმავლობაში, დროსთან ერთად თანხის დაზოგვაც შესაძლებელია - ნებისმიერი გადახდა საკომისიოს გარეშე სრულდება.

თიბისი ფეის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია სპეციალურად ონლაინ გადახდებისთვისაა შექმნილი და მომხმარებლის ინტერესებზე იდეალურადაა მორგებული. მარტივი და მოსახერხებელი ნავიგაცია დაგეხმარებათ სასურველი სერვისის სწრაფად მოძებნაში. სერვისების ჩამონათვალი კი მართლაც ვრცელია - აქ, ერთ სივრცეში თავმოყრილია საქართველოში მოქმედი 1000-ზე მეტი კომპანია, რომელთა სერვისებსაც მარტივად, ერთი კლიკით გადაიხდით.

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ კალათის ფუნქცია. აირჩიეთ ყველა ის სერვისი, რის გადახდასაც გეგმავთ და გადაიხადეთ ერთიანად, თითის ერთი დაჭერით. ამის გარდა ციფრულ პლატფორმაზე სხვა საჭირო ფუნქციებსაც აღმოაჩენთ:

· შექმენით ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები და გაიმარტივეთ ყოველი მომდევნო გადადხდა;

· დაამახსოვრეთ სისტემაში სააბონენტო ნომრები და აირიდეთ თავიდან ყოველ ჯერზე მონაცემების თავიდან შეყვანა;

· ჩართეთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და არ დაივიწყოთ მნიშვნელოვანი გადახდები;

· ნებისმიერ დროს შეამოწმეთ ტრანზაქციების ისტორია და აკონტროლეთ დანახარჯები;

· მიიღეთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

· დაამახსოვრეთ ნებისმიერი საბანკო ბარათი; თუ არ გაქვთ საბანკო ბარათი, განახორციელეთ გადახდები ელექტრონული საფულით;

· დააყენეთ ავტომატური გადახდები და განკარგეთ თანხა მარტივად;

· გადარიცხეთ თანხა რამდენიმე წუთში - აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი გზა: მიუთითეთ მიმღები პირის მობილურის ნომერი, ან მისი პირადი ნომერი ან თანხის მიმღების საბანკო ბარათის 16-ნიშნა ნომერი, რომელიც ყველა ბარათს თვალსაჩინო ადგილზე აქვს ამოტვიფრული.

თიბისი ფეი გვიმარტივებს ცხოვრებას და ყველა საჭირო ფუნქციას ერთ სივრცეში გვთავაზობს. ახლა კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთობლივად ებრძვის პანდემიას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დისტანციური სერვისების მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. თიბისი ფეი აქაც მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებს და დეკემბრის თვის განმავლობაში ონლაინ გადახდებს კიდევ უფრო ამარტივებს - გადაიხადეთ საკომისიოს გარეშე და მიიღეთ საჭირო სერვისი სახლიდან გაუსვლელად.

მომენტალური გადახდების სწრაფი და უსაფრთხო სისტემა ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდის www.tbcpay.ge, ასევე მობილური აპლიკაციის სახით. მის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს -

iOS-ისთვის - App Store

Android-ისთვის - Play Store





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42