სიახლიანი გარჩევა "ციცინათელაში" - 2 პირის დაჭრის ფაქტზე ძებნილი დააკავეს
კრიმინალი - 16:22, 06 Jan, 2021     741
პოლიციამ გასული წლის 7 აგვისტოს მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი მამაკაცი დააკავა. როგორც ცნობილია, შემთხვევა შეკვეთილში, "ციცინათელას" პარკში მოხდა - 40 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ახლა მას პატიმრობა 7-დან 17 წლამდე ელოდება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 7 აგვისტოს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს.

1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა.

დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს, პარკი „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 2 მოქალაქე დაჭრა. ამის შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს ამხილეს და ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ბრალის წარდგენის შემდეგ ა.ა.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი მიმდინარე წლის 6 იანვარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, "WEİHRAUCH MELLRİCHSTADT"-ის მოდელის რევოლვერი, 3 მჭიდი, 47 ვაზნა და 2 დანა.

ა.ა.-ს მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნებაში" პოლიტიკოსები არ არიან, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები და ივანიშვილი იყო არა მათი ლიდერი, არამედ - ბოსი" - ნიკა მელია
“ვხედავ, როგორ გაიხსნება მაღაზიები “ – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება
ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს - ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე
კორონავირუსით გარდაცვლილ თეკლა თორდიას მამამ ემოციური კლიპი მიუძღვნა (ვიდეო)
ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ეს ბევრს არ სჯერა - Washington Post
ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალი, ალბათ უფრო საინტერესო იწყება - სად მიდის მამა პეტრე კვარაცხელია
სოლიდარობა მამას და მხიარული სელფი - ნიკა მელიას შვილმა თავი გადაიპარსა და მამას კიდევ უფრო დაემსგავსა
"23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ... ვაქცინაციის მომხრე ვარ, მაგრამ... დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - კულუმბეგოვი
რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია
მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი - ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკოსებს პასუხობს
"არ ვაღიარებ 14 იანვარს ახალ წლად ... ბასტა" - ია ფარულავა
ზუსტად ვიცი, კორონავირუსზე რა ხარისხის ვაქცინა იქნება და აუცილებლად ავიცრები - ტიკარაძე
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42