ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა ზუგდიდში - შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
კრიმინალი - 20:35, 08 Jan, 2021     487
სამეგრელოში ქალს ძალადობის მუქარით სამკაულები გასტაცეს - აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპოსტს" შსს-მ განუცხადა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის - 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს" , - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნებაში" პოლიტიკოსები არ არიან, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები და ივანიშვილი იყო არა მათი ლიდერი, არამედ - ბოსი" - ნიკა მელია
“ვხედავ, როგორ გაიხსნება მაღაზიები “ – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება
ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს - ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე
კორონავირუსით გარდაცვლილ თეკლა თორდიას მამამ ემოციური კლიპი მიუძღვნა (ვიდეო)
ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ეს ბევრს არ სჯერა - Washington Post
ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალი, ალბათ უფრო საინტერესო იწყება - სად მიდის მამა პეტრე კვარაცხელია
სოლიდარობა მამას და მხიარული სელფი - ნიკა მელიას შვილმა თავი გადაიპარსა და მამას კიდევ უფრო დაემსგავსა
"23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ... ვაქცინაციის მომხრე ვარ, მაგრამ... დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - კულუმბეგოვი
რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია
მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი - ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკოსებს პასუხობს
"არ ვაღიარებ 14 იანვარს ახალ წლად ... ბასტა" - ია ფარულავა
ზუსტად ვიცი, კორონავირუსზე რა ხარისხის ვაქცინა იქნება და აუცილებლად ავიცრები - ტიკარაძე
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42