მუხიანში, ბაზრობა "ჩემპიონის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო
შემთხვევა - 11:28, 11 Jan, 2021     343
მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა "ჩემპიონის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ "ნიუპოსტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე ბაზრობა "ჩემპიონის" ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.
ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. სულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ისინი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილიდან ხელმძღვანელობდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42