გარდაბანში ბიჭმა, დედის და 2 ქალის დახმარებით არასრულწლოვანი გაიტაცა - ცოლის შერთვაში მონაწილე პირები პოლიციამ დააკავა
სამართალი - 10:06, 12 Jan, 2021     392
გარდაბანში არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების გამო პოლიციამ 4 პირი დააკავა. როგორც ირკვევა, მოტაცებაში ბიჭს საკუთარი დედა და ორი ახლობელი ქალი დაეხმარა.


შსს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნებაში" პოლიტიკოსები არ არიან, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები და ივანიშვილი იყო არა მათი ლიდერი, არამედ - ბოსი" - ნიკა მელია
“ვხედავ, როგორ გაიხსნება მაღაზიები “ – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება
ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს - ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე
კორონავირუსით გარდაცვლილ თეკლა თორდიას მამამ ემოციური კლიპი მიუძღვნა (ვიდეო)
ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ეს ბევრს არ სჯერა - Washington Post
ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალი, ალბათ უფრო საინტერესო იწყება - სად მიდის მამა პეტრე კვარაცხელია
სოლიდარობა მამას და მხიარული სელფი - ნიკა მელიას შვილმა თავი გადაიპარსა და მამას კიდევ უფრო დაემსგავსა
"23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ... ვაქცინაციის მომხრე ვარ, მაგრამ... დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - კულუმბეგოვი
რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია
მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი - ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკოსებს პასუხობს
"არ ვაღიარებ 14 იანვარს ახალ წლად ... ბასტა" - ია ფარულავა
ზუსტად ვიცი, კორონავირუსზე რა ხარისხის ვაქცინა იქნება და აუცილებლად ავიცრები - ტიკარაძე
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42