თიბისი ფეის პლატფორმა სწრაფი ინტერნეტ-გადახდებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:40, 12 Jan, 2021     591
ტექნოლოგიების განვითარებამ დისტანციური ფინანსური სერვისებით სარგებლობა მარტივი და ძალიან კომფორტული გახადა. დღეისათვის შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ვმართოთ ჩვენი ანგარიშები და მივიღოთ თუ გადავრიცხოთ თანხა, ვიშოპინგოთ ონლაინ, გადავიხადოთ სხვადასხვა სერვისის გადასახადი და დავფაროთ დავალიანებები. ონლაინ ოპერაციების შესასრულებლად გვჭირდება საბანკო ბარათი და ონლაინ გადახდებისთვის უსაფრთხო პლატფორმა.

თიბისი ფეის დახმარებით, ასეთი პლატფორმა უკვე ჩვენთვისაც ხელმისაწვდომია. ყველასთვის კარგად ნაცნობი სწრაფი გადახდების სისტემა თიბისი ფეი ონლაინ სივრცეშიცაა წარმოდგენილი. შეასრულეთ ონლაინ ტრანზაქციები სახლიდან გაუსვლელად, მშვიდ და აუჩქარებელ გარემოში. თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი - 24 საათის განმავლობაში მოქმედი ვებ-გვერდი ან მობილური აპლიკაცია, სადაც გადახდები კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მომენტალურად სრულდება.

თიბისი ფეის ერთიან სივრცეში წარმოდგენილია 1000-ზე მეტი კომპანია, რომელთა 1000-ზე მეტ სერვისსაც მარტივად, ერთი კლიკით გადაიხდით. სისტემაში მარტივი ნავიგაციისთვის კომპანიები კატეგორიებადაა დაყოფილი. მომხმარებელის ინტერესებზე მორგებული მარტივი ინტერფეისი ნებისმიერი ოპერაციის განხზორციელებას აადვილებს. ძებნის ფუნქციით იოლად იპოვით სასურველ სერვისს, გადახდილი თანხა კი მიმღების ბალანსზე დაუყოვნებლივ აისახება.

როგორ გავიმარტივოთ ინტერნეტ-გადახდები

თიბისი ფეიზე ინტერნეტ-გადახდების მარტივად და კომფორტულად შესასრულებლად ყველა პირობა არსებობს. დარეგისტრირებული მომხმარებელი აქ უამრავ საჭირო და სასარგებლო ფუნქციას აღმოაჩენს, რომელთა დახმარებითაც გადახდებს სულ რამდენიმე წუთში შეასრულებს:

· შაბლონების შექმნით საშუალება გაქვთ დაამახსოვროთ თქვენი სააბონენტო ნომერი და ხშირად გამოყენებული სერვისების საფასური ერთი კლიკით დაფაროთ;

· ავტომატური გადახდების ფუნქციით შეძლებთ წინასწარ დააყენოთ საჭირო დროს საჭირო სერვისის გადახდა და ყოველთვიური სერვისების დაფარვა ავტომატურად შეასრულოთ;

· შეგიძლიათ ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და თქვენს სააბონენტო ნომერზე გადასახადის ასახვისთანავე მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ასე თქვენ არ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი გადახდები;

· მიიღეთ ქვითარი თიბისი ფეის სისტემაში შესრულებული გადახდებისთვის და ამობეჭდეთ საჭიროების შემთხვევაში;

· აკონტროლეთ გადახდების ისტორია და ნებისმიერ დროს შეამოწმეთ შესრულებული ტრანზაქციების ისტორია.

ამ ფუნქციების გამოყენებით ინტერნეტ-გადახდები ბევრად სწრაფი და კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება. დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირად ფასობს, თიბისი ფეი გვეხმარება დავზოგოთ დრო და ენერგია, საჭირო სერვისების საფასური კი მარტივად, დისტანციურად გადავიხადოთ.

ინტერნეტ-გადახდების უსაფრთხოება

ციფრულ ეპოქაში, როცა ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პერსონალური ინფორმაციის დაცვას. როდესაც ინტერნეტ-გადახდებისთვის პლატფორმას ვარჩევთ, არ უნდა გამოგვრჩეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი - გადახდები უნდა სრულდებოდეს სწრაფად, ვებგვერდი უნდა იყოს სანდო და უსაფრთხო, საბანკო მონაცემები და სხვა პერსონალური ინფორმაცია კი საიმედოდ უნდა იყოს დაცული. სწრაფი და უსაფრთხო გადახდებისთვის შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ თიბისი ფეი, რადგან აქ თქვენს მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება.

თიბისი ფეის სისტემაში გადახდების შესრულება შეგიძლიათ როგორც საბანკო ბარათით, ასევე ელექტრონული საფულით. ელექტრონული საფულე თქვენი პირადი ბალანსია, რომლის შევსებასაც მარტივად, თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან შეძლებთ. ელექტრონული საფულით გადახდებს თავისი უპირატესობა აქვს - ამ შემთხვევაში არ იხდით ბარათის საკომისიოს. შეავსეთ ბალანსი ერთხელ და თავისუფლად განკარგეთ თანხა 1000-ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის სერვისის მისაღებად.

თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა სწრაფი და უსაფრთხო გადახდებისთვისაა შექმილი. ინტერნეტ-გადახდების მარტივად და კომორტულად შესასრულებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.tbcpay.ge/





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ადამიანები, რომლებიც ნაადრევად წასვლით არანორმალურად გტკენენ გულს… – ვინ გარდაეცვალა მამუკა მდინარაძეს
"სხვისი დავალებით" - ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ორი წერილობითი სიტყვა"- დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები
ოპოზიციასთან იწილო-ბიწილო დავასრულეთ, უახლოეს დღეებში გეტყვით შევალთ თუ არა პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი
ყაჩაღობა მარნეულში - ჯართის ჩამბარებელი პუნქტში 10-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, პერსონალი სასტიკად სცემა, ფული გასტაცა და მათი დაწვა სცადა
გარდაიცვალა გიორგი ოთხმეზური
წილოსანი: არ ვითანამშრომლებთ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს
კარტოგრაფების საქმე და ფარული ჩანაწერები - "განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ" - გამოძიება წინა ხელისუფლების კვალზე გასვლას აანონსებს?
ლიეტუვამ კირკოროვს ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო ქვეყანაში შესვლა აუკრძალა- "რუსი მომღერლების კონცერტები რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენს"
"მათი ქმედების მოტივაცია დავადგინეთ"- "კარტოგრაფების საქმის" პროკურორი
საპატიმროებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები - პენიტენციური სამსახური ომბუდსმენს პასუხობს
სასამართლო პროცესებს იყენებენ ზეწოლისათვის, უბრალოდ არ ესმით, რომ ადამიანების გატეხვა არის შეუძლებელი, ყველა ადამიანი ვერ იქნება ისეთი მონა, როგორიც არის დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძე - ნადირაშვილი
კრიმინალური სუბკულტურა ციხეში - სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
ჰიმალაიში ჩინეთისა და ინდოეთის ტანკები ერთმანეთის პირისპირ 100 მეტრში განლაგდნენ
ჩინეთში წარმოადგინეს სამგზავრო მატარებელი, რომლის სიჩქარე 600 კმ/სთ-ს აჭარბებს (ვიდეო)
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42