ექიმი გაყინულ მდინარეში გადაეშვა და ქალი სიკვდილს გამოსტაცა - კარდიოლოგი ირაკლი ცხვიტავა თავგანწირვისთვის დააჯილდოვეს
საზოგადოება - 10:20, 13 Jan, 2021     405

კარდიოლოგ ირაკლი ცხვიტავას ახლახან სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება გადასცეს იმ თავგანწირვისთვის, როცა გასული წლის აპრილში ქალი სიკვდილს გადაარჩინა.

იმ ღამით 112-ში გამოძახება შევიდა, რომ სოფელ ძველი სენაკის ტერიტორიაზე მოქალაქე მდინარეში გადახტა და იხრჩობოდა. სენაკის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა დასახმარებლად გაემართა. მორიგე ექიმი ირაკლი ცხვიტავა ადიდებულ, გაყინულ მდინარეში გადახტა და ქალი გადაარჩინა.

„ტეხურის ხიდთან ხდებოდა ეს ამბავი. არაფერი ჩანდა. ვეძახდით, იქნებ ხმა მიგვეწვდინა მისთვის. უცებ ქალის ხმა მოგვესმა, შველას არ ითხოვდა, უბრალოდ ხმა გავიგეთ, მაგრამ მალევე ეს ხმა დაიკარგა.

დრო არ ითმენდა, ვიფიქრე, ალბათ დაიხრჩო-მეთქი. არც დავფიქრებულვარ, ისე შევვარდი წყალში, ორიენტაციით ვეძებდი იმ ადგილს, საიდანაც ხმა მომესმა. გავცურე და შუა მდინარეში ვიპოვე ახალგაზრდა ქალი, გამოვიყვანე როგორც იქნა, ნაპირზე.

ცოტა გადაციებული იყო, მაშველების და პოლიციის დახმარებით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. რომ ვეკითხებოდით. პასუხსაც არ გვცემდა…

ღრმა არის იქ წყალი და წუთები მართლა ყველაფერს წყვეტდა. ჩემთან ერთად ექთანი და მძღოლი იყო. მათ ვუთხარი, რომ დროს ვერ დავკარგავდი და შევცურე პირდაპირ. მეგობრებმა გაახმაურეს ეს ამბავი, თორემ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ამას გაკეთებდა. ადამიანის ბუნება ისეთია, განსაცდელში არასდროს დატოვებს მეორე ადამიანს“, – ყვებოდა ექიმი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ოცნებაში" პოლიტიკოსები არ არიან, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები და ივანიშვილი იყო არა მათი ლიდერი, არამედ - ბოსი" - ნიკა მელია
“ვხედავ, როგორ გაიხსნება მაღაზიები “ – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება
ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს - ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე
კორონავირუსით გარდაცვლილ თეკლა თორდიას მამამ ემოციური კლიპი მიუძღვნა (ვიდეო)
ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ეს ბევრს არ სჯერა - Washington Post
ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალი, ალბათ უფრო საინტერესო იწყება - სად მიდის მამა პეტრე კვარაცხელია
სოლიდარობა მამას და მხიარული სელფი - ნიკა მელიას შვილმა თავი გადაიპარსა და მამას კიდევ უფრო დაემსგავსა
"23 ადამიანი, 80 წლის ზემოთ ასაკში გარდაიცვალა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ... ვაქცინაციის მომხრე ვარ, მაგრამ... დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - კულუმბეგოვი
რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია
მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი - ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკოსებს პასუხობს
"არ ვაღიარებ 14 იანვარს ახალ წლად ... ბასტა" - ია ფარულავა
ზუსტად ვიცი, კორონავირუსზე რა ხარისხის ვაქცინა იქნება და აუცილებლად ავიცრები - ტიკარაძე
ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს
დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42