
სირიის სახელმწიფო- საინფორმაციო სააგენტო, SANA-ს ინფორმაციით 13 იანვარს, ღამის 01:10 საათზე ისრაელის ავიაციამ განახორციელა საჰაერი იერიშები დეირ-ეს ზორისა და ალ-ბუკამალის რაიონში, ქვეყნის აღმოსავლეთით. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სცადეს შეტევის მოგერიება.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაციის თნახმად, ავიადარტყმები განხორციელდა პროირანულ და ჰესბოლას ძალებზე. საერთო ჯამში 18-მდე ავიაიერიშზე საუბრობენ. ადგილობრივი მედიის თქმით, დაიღუპა 5 სირიელი და 11 უცხოელი სამხედრო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაზუსტება მიყენებული ზარალის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პირველი საჰაერო იერიში ისრაელის მიერ 6 იანვარს განხორციელდა დამასკოსთან, რა დროსაც დაიბომბა ლიბანური რადიკალური სამხედრო გაერთიანება ჰესბოლასა და პროირანული სამხედრო ფორმირებების პოზიციები, რის შედეგადაც დაჭრილთა და დაღუპულთ რაოდენობამ 15 ადამიანი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები
