
იტალიამ სამხრეთის რეგიონში, კალაბრიაში დაიწყო ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი მაფიის დანაშაულებრივი ჯგუფის, ნდრაგეტას 350 ეჭვმიტანილი წევრისა და თანაშემწეთა წინააღმდეგ, რომელთა შორისაც არიან პოლიტიკოსები, ადვოკატები და ბიზნესმენებიც.
ბრალდებულთა ნაწილი ეჭვმიტანილია ისეთ დანაშაულებში, რომელთაც ადგილი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჰქონდათ და მოიცავდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, მკვლელობას, იარაღის უკანონო ფლობას, ფულის გათეთრებას. ამის შესახებ წერს Deutsche welle. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორები ელოდებიან 900-მდე მოწმის მოსმენას, რომელთა შორის არაერთი უშუალოდ მაფიის ორგანიზაციების ყოფილი წევრია და მაფიის დუმილის კოდექსის დასარღვევად უკვე მზად არიან. 27 იანვარს შედგება 90-მდე ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი.
2018 წელს მომხდარმა დაკავებების ტალღამ იტალიაში ნიადაგი მოუმზადა ზემოხსენებულ სასამართლო პროცესს. ხელისუფლება გეგმავს, ორგანიზებულ დანაშაულსის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები აამოქმედოს. სამართალდამცავებმა მაფიის დამხმარე პირები მასშტაბურად დააკავეს აგრეთვე ბულგარეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში. სასამართლო პროცესები დაკავშირებული და მიმართულია ერთი ოჯახის, “მანკუსოს ჯგუფისა“ და მისი
„ქსელების“ წინააღმდეგ.
იტალიაში ნდრაგეტას ჯგუფში დაახლოებით 150-მდე ოჯახია გაერთიანებული, რომელთანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6000-მდე აფილირებული ჯგუფია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჟურნალისტების ინფორმაციით, მხოლოდ ნდრაგეტას ჯგუფს ყოველწლიურად $ 61 მილიარდი დოლარი აქვს შემოსავალი.
მასალის გამოყენების პირობები
