
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი , თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ქუთაისში სიტუაცია, ბათუმის მსგავსად, მალე დასტაბილურდება.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისი რჩება ცხელ წერტილად და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა. სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო. ამას თუ რაღაც "გამართლება" ჰქონდა ერთი თვის წინ ნოემბერ - დეკემბერში, როცა ამბობდნენ, რომ სასაწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაცია არის რომ, ოჯახები, სადაც არიან კოვიდინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
