
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოსთვის ოპტიმალური და იდეალური “ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, ამიტომ ძირითადი ძალისხმევა “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზეა მიმართული.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში “ფაიზერის“ ვაქცინა მცირე რაოდენობით შემოვა.
თუმცა, მისივე თქმით, საქართველოსთვის ოპტიმალური და იდეალური “ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, ამიტომ ძირითადი ძალისხმევა “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზეა მიმართული
“დღევანდელი მდგომარეობა, არის შემდეგი - მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა იმ მწარმოებელთან და ქვეყანასთან, ვის ვაქცინასაც მიღებული აქვს რომელიმე ავტორიტეტული ქვეყნის მარეგულირებლის პრეკვალიფიკაცია ან კიდევ უკეთესი - ჯანმოს პრეკვალიფიკაცია. ჯერ-ჯერობით ასეთი ვაქცინა არის სამი: “ფაიზერი“, “მოდერნა“ და “ასტრაზენეკა“. სხვა ყველა ვაქცინა რიგშია და არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდია. ისინი ასპარეზზე გვიან გამოვიდნენ და ელოდებიან რიგს, როცა ამ რეკომენდაციას მიიღებენ. საქართველოში დაახლოებით ალბათ ერთ თვეში “ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, მცირე რაოდენობით. შემოვა რამდენიმე ათეული ათასი დოზა. ეს იმიტომ, რომ “ფაიზერის“ ვაქცინა ბაზარზე ძალიან ცოტაა და მისი შოვნა ძნელია. გარდა ამისა, მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება. საქართველოს ასეთი პირობების შექმნა რამდენიმე ათეული ათასი - 100-200 ათასი ვაქცინისთვის შეუძლია. მილიონი ვაქცინა რომც შემოგვთავაზონ, ლოჯისტიკა შეუძლებელი იქნება. მინუსს 80 გრადუსიანი მაცივრები ჯანდაცვის სისტემას მხოლოდ სამ ქალაქში აქვს. ამიტომ იგეგმება, რომ თავიდან “ფაიზერის“ მცირე პარტია შემოვიდეს და ვაქცინაცია ჩაუტარდეთ მხოლოდ მედიცინის მუშაკებსა და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ.
ჯერ გადაწყვეტილი არ არის რომელი იქნება. ჩვენი სურვილია, “ასტრაზენეკა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ვაქცინა, რადგან ჩემი ინფორმაციით, ეს ვაქცინა არის ყველაზე უკეთესი ხარისხის ვაქცინა და თავისუფალია იმ უხერხულობისგან, რაც “ფაიზერსა“ და “მოდერნას“ ახასიათებს ანუ მას არ სჭირდება არც მინუს 80 და არც მინუსს 20. ის ინახება მაცივარში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. “ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოსთვის არის ოპტიმალური და იდეალური. ამიტომ ძირითადი ძალისხმევა “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზე მიდის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
