პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე - HRW
პოლიტიკა - 21:14, 13 Jan, 2021     277

არასამთავრობო ორგანიზაცია "Human Rights Watch" საქართველოზე მომზადებულ 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს - დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსსა და ადამიანის უფლებებს ეხება.

დოკუმენტში საუბარია საგანმანათლებლო და ეკონომიკური ზარალზე, რომელიც ქვეყანას პანდემიამ მოუტანა.

ორგანიზაციის განმარტებით, პარლამენტის მიერ შეზღუდვების დაწესება - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე - არაკონსტიტუციურია.

"ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აეროპორტები და საზღვრები ჩაიკეტა, ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეიზღუდა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რაც დაახლოებით 600,000 სკოლის მოსწავლეს შეეხო... პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16%-ზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა... ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები " ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს"

საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. თუმცა, წინა დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის საბაბით, პარლამენტმა მთავრობას მიანიჭა უფლებამოსილება, შეეზღუდა საკუთრების, ეკონომიკური და შრომითი უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე... ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ამაყი ვარ, ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები" - ტრამპის თეთრ სახლს ემშვიდობაბა
მოსალოდნელი კოალიცია არ შედგა: "ელისაშვილი მზადაა, მარტო შევიდეს პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციასთან გარეთ"
დღის ფოტო: დონალდ ტრამპი თეთრ სახლს უკანასკნელად ტოვებს
შესაძლო ჯორუფცია? - თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ₾401 ათასის ტენდერები მოიგო, 4 უკონკურენტოდ
"სახელმწიფო "მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება" - დავით ჭიჭინაძე
"რა უსამართლოა ეს ცხოვრება... ძალიან მეტკინააა" - ანანო სახელაშვილის ემოციური პოსტი
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველო რას მოახერხებს და რას დაანახებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, თუ რამდენად ერთგულია ის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - წერეთელი
უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლიტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი - წერეთელი გელათის რესტავრაციაზე
ხვიჩიას სტანდარტი: "ჩემს გვერდით, ოპოზიციაში არა უპრიცნიპო ჩმორები, არამედ კაცები უნდა იდგნენ"
კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც - ნადირაშვილი
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს
"სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - უდუმაშვილი წულუკიანის განცხადებაზე
ადამიანები, რომლებიც ნაადრევად წასვლით არანორმალურად გტკენენ გულს… – ვინ გარდაეცვალა მამუკა მდინარაძეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42