
ერთი სოფლის ორი აღმსარებლობა და დაპირისპირება რელიგიური ნიადაგზე - ბუკნარში გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულებულია. შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შედგა - ისინი ლოცვაში ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან; აღარც აქციებს გამართავენ.
შეხვედრას ესწრებოდა ორივე მხარე - ქრისტიანებიც და მუსლიმებიც.
გურიის მერის განცხადებით, მხარეებმა იდებატეს გაცვალეს აზრები და კონსესუსამდე მივიდნენ, რომლის მიხედვითაც მუსლიმანები ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ლოცვას.
"პირობითად ორივე მხარე, თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას და ლოცვას. არავის შეეშლება ხელი - ეს არის სეკულარული სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. თანასოფლელები ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ. სწორედ ამას მიეძღვნა კონსტრუქციული შეხვედრა", - ამბობს გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია.
მერის ამ კომენტარს იქ შეკრებლილების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე უნდა გაფორმდეს.
"ეს პრობლება წლების განმავლობაში არსებობს და გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოს დონეზე გადაწყდეს და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა. ჩვენ ამ ხალხის გვერდში ვართ, მარტო მათი პრობლემა არ არის და ამიტომ ვართ აქ. ჩვენ როგორც ძმები, გვერდში ვუდგევართ და ბოლომდე დავგდებით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მასალის გამოყენების პირობები
