პარლამენტში სულ რომ მარტო მოგვიწიოს შესვლა , შევალთ - ელისაშვილი
პოლიტიკა - 21:43, 13 Jan, 2021     967

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მარტოც რო მოუწიონ შესვლა მაინც შევლენ - მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა უპასუხისმგებლობაა.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა - რადგან , მისივე შეფასებით, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.

“პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე.

გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლები ელჩები არ არიან - ეს ჩვენდა სამარცხვინოდ, არის ჩვენი „ნოუჰაუ“. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი “ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველო რას მოახერხებს და რას დაანახებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, თუ რამდენად ერთგულია ის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - წერეთელი
უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლიტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი - წერეთელი გელათის რესტავრაციაზე
ხვიჩიას სტანდარტი: "ჩემს გვერდით, ოპოზიციაში არა უპრიცნიპო ჩმორები, არამედ კაცები უნდა იდგნენ"
კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც - ნადირაშვილი
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს
"სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - უდუმაშვილი წულუკიანის განცხადებაზე
ადამიანები, რომლებიც ნაადრევად წასვლით არანორმალურად გტკენენ გულს… – ვინ გარდაეცვალა მამუკა მდინარაძეს
"სხვისი დავალებით" - ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ორი წერილობითი სიტყვა"- დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები
ოპოზიციასთან იწილო-ბიწილო დავასრულეთ, უახლოეს დღეებში გეტყვით შევალთ თუ არა პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი
ყაჩაღობა მარნეულში - ჯართის ჩამბარებელი პუნქტში 10-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, პერსონალი სასტიკად სცემა, ფული გასტაცა და მათი დაწვა სცადა
გარდაიცვალა გიორგი ოთხმეზური
წილოსანი: არ ვითანამშრომლებთ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს
კარტოგრაფების საქმე და ფარული ჩანაწერები - "განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ" - გამოძიება წინა ხელისუფლების კვალზე გასვლას აანონსებს?
ლიეტუვამ კირკოროვს ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო ქვეყანაში შესვლა აუკრძალა- "რუსი მომღერლების კონცერტები რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენს"
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42