ახალი წელი და ახალი ფასები - პურზე, ზეთსა და ხორც-პროდუქტებზე ფასებმა უკვე მოიმატა.
მოსახლეობის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო პროდუქტები სულ მცირე 50 თეთრით გაძვირდა.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და ეს თვალსაჩინო თებერვლის ბოლოს გახდება - მიზეზად კი ლარის გაუფასურება და იანვრიდან გაძვირებული ელექტროენერგია სახელდება.
ეკონომისტებს და სფეროს ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ინფლაქციის მაჩვენებელი 2021 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
ოპოზიციაში ბიზნესის გადაწყვეტილება - ფასების მატებასთან დაკავშირებით - არ უკვირთ და აცხადებენ, რომ "ოცნების“ არასწორი პოლიტიკის გამო, ბიზნესი კრიზისშია და გაკოტრების პირას არაერთი კომპანია აღმოჩნდება.
"ოცნებას" როგორც ყოველთვის , მოსახლეობისა და ოპონენტების კრიტიკის არ ესმის და ფასების ზრდას პანდემიას უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები