
კომპანია "თეგეტა მოტორსი" მზად არის სახელმწიფოს შესთავაზოს მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ასევე Pfizer-ის მოთხოვნებს და ვაქცინის მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
მათივე თქმით, სამაცივრე საშუალება შესაძლებელია, გამოყენებული იქნას როგორც ვაქცინაციის მობილური პუნქტი (Vaccination Mobile Facility).
"ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის ტექნიკური რესურსი მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს, თეგეტა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული დანადგარი შესაძლებელს გახდის, დააჩქაროს რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაცია.
თეგეტა ჰოლდინგი მზად არის, უმოკლეს ვადებში მოახდინოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და პროფესიონალური გუნდის მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარის გამართვის პროცესში.
ჰოლდინგის მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ წარმატებით ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში". - ნათქვამია "თეგეტას" გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენბთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ფაიზერის ვაქცინას -80 გრადის ცელსიუსზე შენახვა სჭირდება, საქართველოს მისი ლოჯისტიკა და შემოტანა გაუჭირდება - სწორედ ამ განცხადების შემდეგ მიიღო "თეგეტამ" გადაწყვეტილება.
მასალის გამოყენების პირობები
