"არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 23:16, 13 Jan, 2021     267

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გურიაში , ბუკნარში, განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით.

"მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა". - აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ამაყი ვარ, ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები" - ტრამპი თეთრ სახლს ემშვიდობაბა
მოსალოდნელი კოალიცია არ შედგა: "ელისაშვილი მზადაა, მარტო შევიდეს პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციასთან გარეთ"
დღის ფოტო: დონალდ ტრამპი თეთრ სახლს უკანასკნელად ტოვებს
შესაძლო ჯორუფცია? - თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ₾401 ათასის ტენდერები მოიგო, 4 უკონკურენტოდ
"სახელმწიფო "მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება" - დავით ჭიჭინაძე
"რა უსამართლოა ეს ცხოვრება... ძალიან მეტკინააა" - ანანო სახელაშვილის ემოციური პოსტი
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველო რას მოახერხებს და რას დაანახებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, თუ რამდენად ერთგულია ის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - წერეთელი
უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლიტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი - წერეთელი გელათის რესტავრაციაზე
ხვიჩიას სტანდარტი: "ჩემს გვერდით, ოპოზიციაში არა უპრიცნიპო ჩმორები, არამედ კაცები უნდა იდგნენ"
კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც - ნადირაშვილი
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს
"სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - უდუმაშვილი წულუკიანის განცხადებაზე
ადამიანები, რომლებიც ნაადრევად წასვლით არანორმალურად გტკენენ გულს… – ვინ გარდაეცვალა მამუკა მდინარაძეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42