თიბისი ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:29, 14 Jan, 2021     495

თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება.

პირველი ვიდეოსერიის სტუმრები „ტერმინალის" დამფუძნებელი - ჯინო დოლინი, „ჟუჟუნა ღვინოს" თანადამფუძნებელი - ვასკა ჩუბინიძე და „CONSULTIS"-ის დირექტორი - ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და კახეთში მევენახეობას ეწევა.

ბიზნესსაუბარი შეეხება შემდეგ თემებს: რა სირთულეები შეექმნა ბიზნესს პანდემიის პერიოდში, პოსტკოვიდური მომავალი ბიზნესისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნება და ზოგადად, ცვლილებები სამყაროში კოვიდის შემდეგ.

თიბისი ბიზნესკლუბი დაარსების დღიდან ზრუნავს კლუბის წევრების სოციალიზაციაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის წევრების ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. ბიზნესკლუბმა თავის წევრებს უკვე შესთავაზა სხვადასხვა სახის სარგებელი მომსახურებებსა თუ პროდუქტებზე. უახლოს მომავალში, კლუბის წევრებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები, განახლებული კურსები, Q&A სესიები და სხვა საინტერესო შეთავაზებებია დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"რა უსამართლოა ეს ცხოვრება... ძალიან მეტკინააა" - ანანო სახელაშვილის ემოციური პოსტი
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველო რას მოახერხებს და რას დაანახებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, თუ რამდენად ერთგულია ის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - წერეთელი
უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლიტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი - წერეთელი გელათის რესტავრაციაზე
ხვიჩიას სტანდარტი: "ჩემს გვერდით, ოპოზიციაში არა უპრიცნიპო ჩმორები, არამედ კაცები უნდა იდგნენ"
კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც - ნადირაშვილი
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს
"სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - უდუმაშვილი წულუკიანის განცხადებაზე
ადამიანები, რომლებიც ნაადრევად წასვლით არანორმალურად გტკენენ გულს… – ვინ გარდაეცვალა მამუკა მდინარაძეს
"სხვისი დავალებით" - ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ორი წერილობითი სიტყვა"- დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები
ოპოზიციასთან იწილო-ბიწილო დავასრულეთ, უახლოეს დღეებში გეტყვით შევალთ თუ არა პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი
ყაჩაღობა მარნეულში - ჯართის ჩამბარებელი პუნქტში 10-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, პერსონალი სასტიკად სცემა, ფული გასტაცა და მათი დაწვა სცადა
გარდაიცვალა გიორგი ოთხმეზური
წილოსანი: არ ვითანამშრომლებთ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42