
ბიძინა ივანიშვილს ე.წ. გარეჯის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი - იურისტებს ამ შთაბეჭდილებას ოლიგარქის მიერ დავით ხიდაშელის მისამართით გაკეთებული განცხადებები აძლევთ.
"ბატონი ხიდაშელის შექება უფრო იმის გზავნილია, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს ბატონ ივანიშვნილს და იცის ყველა დეტალი ამ საქმის შესახებ. განსაკუთრებით მაშინ,როცა მას არანაირი ფორმალური თანამდებობა არ ეკავა სახელმწიფო ინსტიტუტებში და თითქოს მას ინფორმაციაზე, ზუსტად ისეთივე ხარისხის წვდომა უნდა ჰქონოდა, როგორც ნებისმიერ სხვა რიგით მოქალაქეს. ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც მართმსაჯულება ხორციელდება მართმსაჯულებისთვის და არა პოლიტიკური მიზნებისთვის, ამ ტიპის საქმეზე თავად ბრალდების მხარე იტყოდა უარს ბრალდების სასამართლოში წარდგენაზე. სამწუხაროდ პროკურატურას ამის გამბედაობა არ ეყო და ვერ ეყო, ის აგრძელებს ამ მანიპულაციური საქმის შესახებ სასამართლოში დავას", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები
