
Human Rights Watch-ის ანგარიშს ოპოზიცია ხელისუფლებისთვის მძიმე განაჩენად აფასებს. ოცნების ოპონენტების განცხადებით, ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბდა და მეორე ტურმა აზრი დაკარგა:
"HRW-ის ანგარიში არის ძალიან მძიმე განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რაც შეეხება ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უფლებების დაცვას. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს საგრძნობი უკუსვლა. ანაგრიში საუბრობს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩვენები რომელიც ქვეყანაში ჩატარებულა", - განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"მე მიმაჩნია, რომ ეს არის დაწყება იმ პროცესის, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ბოლო არჩვენების სამართლიანი და ობიექტური შეფასების წინაპირობა შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები ვერ გაექცევიან იმ რელობას, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა", - აღნიშნა "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრმა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებებზე, სამართალდამცველთა მიერ დანაშაულების არასათანადო გამოძიებაზე.
მასალის გამოყენების პირობები
