
ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას მოუმზადებელი შეხვდება - ექსპერტების თქმით, ჯანდაცვის სისტემა ახალ ეპიდაფეთქებას ვეღარ გაუძლებს, მით უფრო, რომ ჯერ ვაქცინაც არ არის შემოტანილი. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, კლინიკებში არ არის საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც მძიმე პაციენტებს სჭირდებათ:
"როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აქ არის მწვავე საკითხები და ამაზე მთავრობა არ რეაგირებს მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ პირველი, ან მეორე ტალღის დროს, ანუ მოუმზადებლობას. აუცილებელია ზეწოლა განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ისინი ვაიძულოთ იმუშაოს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვადლებულება და გადავრჩებით, თუ მთავრობას არ ექნება რეაგირება, ეს ხალხი დღეს გადაიქცევა მესამე ტალღად", - აცხადებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.
"ჩვენი სისტემა ისევ პრობლემური რჩება, ისევ აღჭურვის, სადაც ცვლის თვალსაზრისით, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა და თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, როგორც დეკემბერში გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა იგივე პრობლემები შეიძლება გვქონდეს უკვე მესამე ტალღის პერიოდში", - აღნიშნავს "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი.
მასალის გამოყენების პირობები
