
"თუ ელისაშვილი პარლამენტში შევა, ამით არ ჩაითვლება, რომ ოპოზიციამ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭა. ამით ამომრჩეველში გამძაფრდება განცდა, რომ ის "ქართული ოცნების" ბანაკშია" - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.
დეკანოიძე ელისაშვილს ამ განცხადების გამო არათანმიმდევრულს და უპრინციპოს უწოდებს, რადგან მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისიც იმავე აზრზე იყო, რაზეც სრულიად ოპოზიცია - რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო.
"როდესაც 31 ოქტომბრის შემდეგ მთელმა საზოგადოებამ გაიგო რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები, ალეკო ელისაშვილიც ეთანხმდებოდა იმას, რომ არჩვენბის გაყალბებით დამარცხებულმა და გამარჯვებულმა ადგილები შეცვალა. ამიტომ, ეს არათანმიმდევრულობა დამაზიანებელია მისთვის. მან უნდა იციდეს - თუ პარლამენტში შევა ამით, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია ვერ მიენიჭება და მისი ეს ნაბიჯი საზოგადოებაში გაამძაფრებს აზრს, რომ ის ქართული ოცნების ბანაკშია. "
მასალის გამოყენების პირობები
