
მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ გამოაცხადა, მოქმედმა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართა გაავრცელა მედიაში. ტრამპის განცხადებით, ის გმობს ძალადობას, რომელიც გასულ კვირას იხილა საზოგადოებამ კაპიტოლიუმზე თავდასხმით.
„ჩემი ნამდვილი მხარდამჭერი ვერასოდეს მოიწონებს ძალადობას პოლიტიკაში. ჩვენს მხარდამჭერებს ვერ ექნებათ უპატივცემულობა სამართალდამცავი ორგანოებისა და ამერიკის დროშის მიმართ. ვთხოვ ყველას, ვისაც ოდესმე სჯეროდა ჩვენ დღის წესრიგის, იფიქრეთ დაძაბულობის განმუხტვაზე და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე. თუ თქვენ, რომელიმემ ეს საქციელი ჩაიდინეთ, თქვენ არ ხართ ჩვენი მოძრაობის ქომაგი, არამედ პირიქით, თქვენ თავს ესხმით ჩვენს ქვეყანას, რასაც არ შევეგუებით“ - განაცხადა ტრამპმა.
აღნიშნული ვიდეომიმართვა თეთრი სახლის TWITTER-ის ოფიციალური გვერდით გავრცელდა, რადგან დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებზე წვდომა თითქმის სრულად და სამუდამოდ აქვს დაბლოკილი. მან აგრეთვე დაგმო სოციალური ქსელების მიერ მის მიმართ დამოკიდებულება, რასაც „სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული უპრეცედეტო შეტევა უწოდა“.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის დროს იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცედურას 232-მა კონგრესმენმა მისცა თანხმობა, წინააღმდეგ კი 197 წავიდა. ხმის მიმცემთა შორის დემოკრატებთან ერთად 10 რესპუბლიკელი კონგრესმენია.
მასალის გამოყენების პირობები
