
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატს პროკურატირის ოქროს მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან კითხვები აქვს. გიორგი ფოფხაძე საგულისხმოს და ბუნდოვანს უწოდებს უწოდებს ფაქტს, საღამოს საათებში პროკურატურაში იაკობ ბრეგვაძის პროკურატურაში ვიზიტს.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ იაკობ ბრეგვაძეს პროკურატურა არიგებს, თუ როგორი ჩვენება მისცეს. ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფოტოგრაფის ჩვენებები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსაც არ ემთხვევა და სასამართლოშიც განსხვავებულად საუბრობს.
„იაკობ ბრეგვაძეს არავის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, ზოგადად ისაუბრა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც ცრუობდა, ვინაიდან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. აქ მოვიდა და აქ კიდევ სულ სხვა რამე თქვა. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ცრუობს. წინა პროცესზე დასრულდა პროკურორის მიერ პირდაპირი დაკითხვის წესით მისი დაკითხვა, ჩვენ ჯვარედინი დაკითხვის წესით დავკითხავთ, ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე ამოტივტივდება და ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს, თუმცა, ეშლებათ, საზოგადოების დაკვეთა არ არის ვინმე დაისაჯოს, საზოგადოების დაკვეთა პირველ რიგში ისაა, რომ სიმართლე დადგინდეს. ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფლება მაქვს, მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ?
სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ეს ნათელია.
ის ერთ-ერთ ძირითად მოწმედ ითვლება სხვა მოწმეებთან ერთად, მათ შორის, სხვა ძირითად მოწმეებში, რომლებიც ცრუობენ, ეს ერთ-ერთი ამომავალი წერტილია. ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ არ ემთხვევა, ვინაიდან პროცესზე რაც ისაუბრა, გამოკითხვის ოქმებში საერთოდ არ იყო, ყველაფერს ცვლის. რას, როგორ აკეთებს, თავად არ იცის, მაგრამ პროკურატურის სტრატეგიაა ასეთი. იაკობ ბრეგვაძე რა ინფორმაციის მატარებელია, ჩემთვის უცნობია, მაგრამ პროკურატურა მას იყენებს, ცდილობს, რომ წარმატებით გამოიყენოს, ეს აშკარაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები
