ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს მასეთ ამრევებთან აზრი არ აქვს - ელისაშვილი
პოლიტიკა - 14:52, 14 Jan, 2021     234

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს და საარჩევნო გარემოს შეცვლის, ის თავის თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში შევა. ელისაშვილის განმარტებით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა, ამასობაში კი ქვეყანაში ბევრი ნეგატიური რამ ხდება:

„ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ თვითონ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, მითუმეტეს, არც გიგა ბოკერიას. ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციაში კონსულტაციები გავმართოთ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს. კონკრეტულად ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ პოზიციაა, რომ შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნები, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ და გვაინტერესებს სხვების მზაობა ამასთან დაკავშირებით. თუ თვითმმართველობაზე ჯამური ხმებით ჩვენ ვაჯობებთ „ქართულ ოცნებას“, ეს იყოს პლებისციტი. ეს არის ძალიან კარგი იდეა და ამ იდეასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ.

ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს მასეთ ამრევებთან აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვიანტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42