ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ამომრჩევლის საქმეა ვის დაუჭერს მხარს.
როგორც დეკანოიძე გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, სადაც სტრატეგია აღმაშენებლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის წავა პოლიტიკიდან, მას შეუძლია იბრძოლოს და მოიპოვო ისეთი მხარდაჭერა როგორიც საქართველოს მე3 პრეზიდენტს აქვს.
"პოლიტიკაში არავინ არავის გაწევას არ ითხოვს თავის დასამკვიდრებლად, დადგენილი წესია რომ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლო. ამომრჩეველი დაარწმუნო, რომ შენ დაგიჭიროს მხარი. ამიტომ, ვაშაძეს შემიძლია ვურჩიო, რომ იბრძოლოს და მსგავსი მხარდაჭერა მოიპოვოს.
ზოგადად, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის კონკურენტად ვერ იქნება განხილული, თუმცა კიდევ ერატხელ განვმეორდები და ვიტყვი, თუ მას აქვს მსგავსი სურვილი, მოიპოვოს მილიონზე მეტი მხარჭერა."
მასალის გამოყენების პირობები