
იაგო ხვიჩია თვლის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება.
ხვიჩიას თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებებისა და "ივანიშვილის წასვლის" შემდეგ, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებს მაინც მოიგებს, მათ ექნებათ უფლება, რომ მომდევნო 4 წელი ქვეყანა მართონ.
"ვთავაზობთ ესეთ გამოსავალს, რომ ახალი არჩევნები მოვითხოვოთ და დავნიშნოთ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, მე მგონი, ეს გასაგები და ბუნებრივი პირობებია. ივანიშვილის წასვლისა და საარჩევნო კოდექსის მიუხედავად თუ მოიგეს ადგილობრივი თვითვმმართველობის არჩევნები მათ უფლება აქვთ, რომ შემდეგი 4 წელი მართონ ქვეყანა.
წარმოიდგინეთ, ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც ამათმა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგეს და ოპოზიციამ ვერ მოვუგეთ, მაშინ ჩვენს მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ გააჩინია",-ამბობს ხვიჩია.
მასალის გამოყენების პირობები
