45 დღე გავიდა და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას მანამ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება - კახა კვეკვესკირი
პოლიტიკა - 17:57, 14 Jan, 2021     378
პარლამენტთან კარავში შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ მოინახულა. აქტივისტები უკვე 45-ე დღეა კარავში იმყოფებიან და მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა კახა კვეკვესკირმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ის მოთხოვნები, რომლის გამოც ისინი მთელ ამ პერიოდს პარლამენტთან ატარებენ - ეს არის ვადამდელი არჩევნები და საარჩევნო გარემოს შეცვლა:
"ჩვენ, სამოალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ აქ 45 დღის წინ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. 45 დღე გავიდა და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გავაჟღერეთ პირველ დღეს - ეს არის ხელახალი არჩევნები. მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბათუმშიც კარვები გაიშალა და თავისუფლების კვარტალი ეწოდა. მათთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, ჩვენ დედაქალაქში გავშალეთ კარვები. გარდა ამისა, კარვები გაიშალა თელავშიც და აუცილებლად გაიშლება სხვა ქალაქებშიც. მე მინდა, პერსონალურად ბატონ ბაჩუკი ქარდავას და მის მეგობრებს გადავუხადო მადლობა სოლიდარობისთვის, დღეს რომ მობრძანდა. მანამდეც გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ დღეს ოფიციაურად მობრძანდა და გამოგვიცხადა სოლიდარობა. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ერთადერთი გზა ამ ხელისუფლების გასასტუმრებლად დარჩა ქუჩის აქციები იმიტომ, რომ ყველანაირი სხვა მეთოდი ამოწურულია. დავინახეთ, რომ არჩევნები თავზე გადაგვახიეს და ქუჩა გადაწყვეტს ამ ქვეყნის ბედს" - განაცხადა კვეკვესკირმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გასაწმენდი გზა და პარალიზებული მოძრაობა - ფოტოები ურეკიდან
"ამაყი ვარ, ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები" - ტრამპი თეთრ სახლს ემშვიდობაბა
მოსალოდნელი კოალიცია არ შედგა: "ელისაშვილი მზადაა, მარტო შევიდეს პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციასთან გარეთ"
დღის ფოტო: დონალდ ტრამპი თეთრ სახლს უკანასკნელად ტოვებს
შესაძლო ჯორუფცია? - თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ₾401 ათასის ტენდერები მოიგო, 4 უკონკურენტოდ
"სახელმწიფო "მოწყალების“ პროგრამით, 28 თებერვლიდან კიდე 6 თვე აპირებენ ფულის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება" - დავით ჭიჭინაძე
"რა უსამართლოა ეს ცხოვრება... ძალიან მეტკინააა" - ანანო სახელაშვილის ემოციური პოსტი
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი - ბობოხიძე
მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველო რას მოახერხებს და რას დაანახებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, თუ რამდენად ერთგულია ის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - წერეთელი
უპასუხისმგებლო მართვამ და მენეჯმენტმა მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე და აბსოლიტურად არასერიოზულია მუდმივად 10 წლის წინანდელ გადაწყვეტილებებზე საუბარი - წერეთელი გელათის რესტავრაციაზე
ხვიჩიას სტანდარტი: "ჩემს გვერდით, ოპოზიციაში არა უპრიცნიპო ჩმორები, არამედ კაცები უნდა იდგნენ"
კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც - ნადირაშვილი
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს
"სახლში წასასვლელები ნამდვილად გახდებიან და ეს დრო შორს არ არის" - უდუმაშვილი წულუკიანის განცხადებაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42