
გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა , გიორგი ჩალაძემ ტიკარაძის უწყება ტყუილში ამხილა - რის შემდეგაც სამინისტროში დღის წესრიგი შეიცვალა და დაზუსტებით აღარ იციან ექნება თუ არა ქვეყანას "ფაიზერის" ვაქცინა.
ჯანდაცვის მინისტირის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გარანტირებული არაფერი არ არის და თებერვლის დასაწყისში იქნება ცნობილი პასუხი.
"საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა რომლის განაცხადსაც განიხილავენ. რა თქმა უნდა გარანტირებული არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი განაცხადი იქნება განხილული და უკვე თებერვლის დასაწყისში გვექნება პასუხი რამდენად მივიღებთ ყველაზე ადრე "ფაიზერის" ვაქცინას" - ამბობს გაბუნია.
აქვე გეტყვით, გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელიმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ "ფაიზერს" საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია და ეს ყველაფერი ტყუილია" - მისივე თქმით, ტყუილი იყო გავრცელებული ინფორმაცია"კოვაქსის" პლატფორმის შესახებ, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის.
ცნობისთვის, ტიკარაძემ 12 იანვარს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები
